Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  № 352/02-01,  07.12.2023  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1. 2023-2024   სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№ 352/02-01,  07.12.2023)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 714 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

3. პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.

4. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით:

მეორე,  მესამე და მეოთხე  სემესტრის სტუდენტთათვის

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის 1406.25   ლარი დასაბეგრი თანხით) 78.22 % -ით, კერძოდ 1100  ლარის ოდენობით;  

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64 % -ით, კერძოდ 900  ლარის ოდენობით;  

გ) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (75.5-72) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 71.11 % -ით, კერძოდ 1000  ლარის ოდენობით;  

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (75.5-72) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 56.89 % -ით, კერძოდ 800  ლარის ოდენობით;  

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (71.9-68) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.78  % -ით, კერძოდ 700  ლარის ოდენობით

 

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის

ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 48.50  % -ით, კერძოდ 682 ლარის ოდენობით ;

ბ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (ორი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 24.46  % -ით, კერძოდ 344 ლარის ოდენობით;  

დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით  N15/30   13.04.2023  დამტკიცებულმა კომისიამ;

ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ)  სანდრო ტაბატაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე

გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

 დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

 ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

 ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

 ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

5. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.